ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა />


  14:30:35     17-04-2018

ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა

a77917.jpg

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ამასთან, პატიმრობა შეეფარდა დანაშაულის შეუტყობილებლობისთვის დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძესაც.

მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავა. დაკავებულს 15 აპრილს ბრალი დაუმძიმდა.

0

ავტორი: