13:20:49     17-04-2018
ახალი „კროქსები“ დემნა გვასალიასგან, რომელთა შეძენასაც 765 ევროდ შეძლებთ
მოდის სახლმა „ბალენსიაგამ“, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, ახალი კროქსები შექმნა.
რეზინისგან დამზადებული ფეხსაცმლის შეძენა საკმაოდ მაღალ პლატფორმაზე „ბალენსიაგას“ ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია. კროქსების ფასი 385 ევროდან იწყება. Jibbitz™-ის აქსესუარებით გაფორმებული ფეხსაცმელი კი 765 ევრო ღირს.
„ეს არის ინოვაციური ფეხსაცმელი. მსუბუქია, ერთ მთლიან ნაწილად ჩამოსხმული. ასეთი ტექნოლოგია და მასალა "ბალენსიაგასთვის" ძალიან შესაფერისია“, - აღნიშნა გვასალიამ.
0