12:48:48     17-04-2018
მუხაშავრია ვეფხია ბაქრაძის შეწყალებაზე: საჭიროდ ჩავთვალეთ რომ მისი დაბრუნება ოჯახისათვის მნიშვნელოვანი იყო
რამდენად საფუძვლიანი იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განმარტებები ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხზე, ამასთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“, პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძესა და შეწყალების კომისიის წევრს, იურისტ ლია მუხაშვარიას ესაუბრა.
[I=2]ნიკა ჩიტაძე: "შეწყალების კომისია სწავლობს თითოეულ საკითხს და აქედან გამომდინარე საინტერესოა, რატომ მივიდა კომისია იმ დადგენილებამდე და რატომ მიმართა რეკომენდაციით პრეზიდენტს, რომ მას ვეფხია ბაქრაძე შეეწყალებინა.
შეიძლება არტისტულად ჟღერდეს, მაგრამ არ უნდა გადაიქცეს ეს საკითხი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად, მაგრამ მეორე მხრივ ფაქტია, რომ საზოგადოებას აინტერესებს რის საფუძველზე მოხდა ეს და რა მეთოდოლოგიის საფუძველზე სწავლობს შეწყალების კომისია ამა თუ იმ პირის საქმეს.
პრეზიდენტის განმარტებები ემყარებოდა შეწყალების კომისიის დასკვნას, მას ხანდახან რეკომენდაციით მიმართვენ და ის იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
ის გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულების შეწყალებას წყვეტს, განსაკუთრებით ამ შემთხვევის შემდეგ, მისასალმებელია.
თუმცა, ეს ისედაც ასე უნდა ყოფილიყო, რადგან ძალადობრივი დანაშაულის დროს დიდი შანსია, რომ შეწყალების შემდეგ, მსგავს შემთხვევებთან კვლავ გვქონდეს საქმე.
სამწუხაროდ იყო ბევრი ასეთი შემთხვევა".
[I=3]იურისტი ლია მუხაშვარია: "პრეზიდენტმა საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გარემოებების გამო მოხდა ბაქრაძის შეწყალებადა.
ვფიქრობ, რომ ეს ბრიფინგი მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს...
რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ ის ძალადობრივი დანაშაულისათვის გასამართლებულების შეწყალებას წყვეტს, ჩვენს კომისიაში ისედაც გვქობდა ეს შეთანხმება, რასაც რეალურად ვახორციელბდით კიდეც.
უბრალოდ, ამ შეშემთხვევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ გარემოებებმა, რომ იყო დაზარალებულის თხოვნა, ასევე ის ოჯახური ფაქტორი, რომ მას ოთხი შვილი ჰყავდა, მათი რჩენა კი გარკვეულ ფინანსურ სახსრებთან არის დაკავშირებული...
ამიტომ, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ მისი დაბრუნება ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იყო, იქ სადაც ჩვენ ასეთი განსაკუთრებული გარემოებები არ გავქვს, როგორც წესი, ტრადიციულად და შეთანხმებულად ოჯახში მოძალადეებს არ ვიწყალებთ".
შეგახსენებთ რომ თბილისში, ბარნოვის 77-ში, 25 წლის გოგონა 13 აპრილს, საღამოს მოკლეს. მკვლელობა გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული, 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე დააკავეს. როგორც გაირკვა, ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული ცოლის ქვით ცემის გამო. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.
0