ქართველი ოფიცრები გერმანიაში სამხედრო სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას ქართველი ოფიცრები გერმანიაში სამხედრო სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას />


  13:21:42     03-06-2011

ქართველი ოფიცრები გერმანიაში სამხედრო სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას

a6589.jpg

შსს–ს საქართველოს სანაპირო დაცვის ოფიცრები, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სწავლებაში „BALTOPS–2011“, რომელიც უკვე ოცდამეცხრამეტედ ტარდება.

მიუხედავად იმისა, რომ სწავლება სამხედრო ხასიათს ატარებს, შეიძლება ითქვას მას ანტიმილიტარისტული დატვირთვა უფრო აქვს, რადგან მასში საქართველოს და „ნატოს“ წევრი ქვეყნების გარდა, ალიანსის პოტენციური მტერი, რუსეთიც მონაწილეობს.

 

ქართველ მეზღვაურებთან ერთად, სწავლებაში „ნატოს“ 13 წევრი ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალები მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის აშშ, საფრანგეთი, გერმანია, დანია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი, ესტონეთი, ასევე რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი. ქართველი მეზღვაურები პირველად მონაწილეობენ ამ სწავლებაში. მანევრებში ჩართული იქნება 20–ზე მეტი წყალქვეშა ხომალდი, 14 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი.

 

კონფერენცია ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად და ამოცანების დასაგეგმად, გერმანიის პორტ კილში 3–5 მაისს ჩატარდება. სწავლების ფარგლებში, ხომალდებიდან განხორციელდება საარტილერიო გასროლები საჰაერო და საზღვაო სამიზნეებზე. მოხდება მანევრირება ხომალდების დანაყოფში.

 

ჩატარდება ბრძოლის დროს დაზიანებული გემებისა და დაშავებული ადამიანების დახმარების სწავლებებიც. გარდა ამისა, დასმული იქნება ამოცანები, რომ მოიძებენოს პრობლემა, შემუშავდეს მისი დაძლევის გეგმა და განადგურდეს წარმოსახვითი მტერი. ეს ყველაფერი, ძალიან ოპერატიულად და მობილიზებულად უნდა მოხდეს. ასევე გაიმართება ერთობლივი სწავლება  საზღვაო აკვატორიაში ტერორიზმის აღსაკვეთად.

 

კილში სწავლების დასრულების შემდეგ, ტრადიციულად მოხდება მანევრების გარჩევა და ხომალდების მონაწილეობა კილის კვირეულში. საქართველოსთვის მსგავს სწავლებებში მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს ქართულ ფლოტს ძალიან დიდი ზარალი მიადგა.

0

ავტორი: