ახალციხეში ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციელი და მისი ძმა დააკავეს ახალციხეში ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციელი და მისი ძმა დააკავეს />


  13:30:55     16-04-2018

ახალციხეში ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციელი და მისი ძმა დააკავეს

a77869.jpg

ახალციხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. როგორც შსს–ში აცხადებენ, მას არასრულწლოვნების თანდასწრებით ცოლის ცემაში ედება ბრალი.

უწყებაში ამბობენ, რომ ი.ბ. ძმასთან ერთად არის დაკავებული. ორივე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ქალბატონი ცემეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 აპრილს შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

0

ავტორი: