25 წლის გოგოს ყელი შვილების თვალწინ გამოჭრეს - ბავშვები სავარაუდო დამნაშავის ვინაობას ასახელებენ 25 წლის გოგოს ყელი შვილების თვალწინ გამოჭრეს - ბავშვები სავარაუდო დამნაშავის ვინაობას ასახელებენ />


  18:54:07     13-04-2018

25 წლის გოგოს ყელი შვილების თვალწინ გამოჭრეს - ბავშვები სავარაუდო დამნაშავის ვინაობას ასახელებენ

a77833.jpg

ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს ყელი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გამოჭრეს. გოგო დის ნაქირავებ სახლში სტუმრად იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს კარი გოგოს მცირეწლოვანმა შვილებმა გაუღეს.

ერთ-ერთი ვერსიით, 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული მისივე მამინაცვალია. მკვლელობას კი წინ თავდაპირველად მამინაცვალსა და გოგოს დედას შორის კონფლიქტი უძღოდა. სიტყვიერი დაპირისპირების დროს კი სავარუდო დამნაშავემ ქალს ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი გოგოს მცირეწლოვანმა შვილებმაც იცნეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ სავარაუდო დამნაშავე გაიქცა. ერთ-ერთი ვერსიით, ის სახლის ფანჯრიდან გადახტა და შემთხვევის ადგილი ნაფარეულის ქუჩის გავლით დატოვა.

მკვლელობის ოფიციალურ მოტივზე შინაგან საქმეთა სამინიტრო ჯერ არ საუბრობს. უწყებაში აცხადებენ, რომ სავარაუდო დამნაშავის სამძებრო ღონისძიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

პოლიციამ, სავარაუდოდ, იმ კამერების ჩანაწერებიც ამოიღო, რომელიც სავარუდო დამნაშავეს დააფიქსირებდა. 0

ავტორი: