13:02:04     13-04-2018
საქართველოს ბანკი პერსონიფიცირებულ მომსახურებაზე გადადის

თბილისი, 13 აპრილი, 2018 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, საბანკო მომსახურების „მეტი ურთიერთობის“ მოდელის დანერგვის შემდგომ, მომსახურების ახალ - პერსონიფიცირებულrnსაფეხურზე გადასვლის შესახებ განაცხადა.
rnrnპერსონიფიცირებული მომსახურება მომხმარებლის ეპიცენტრში ყოფნას მოიაზრებს და ბანკის ახალი სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. პერსონიფიცირებული საბანკო მომსახურების მოდელის დანერგვასთან ერთად პერსონიფიცირებულიrnგახდა ბანკის ლოგო. შესაბამისად, დღეიდან, მომხმარებელს საქართველოსrnბანკის ლოგოს ადგილას სახელობითი ლოგო დახვდება. მობილბანკითrn(mBank), ინტერნეტბანკით (iBank), თვითმომსახურების ტერმინალით თუ სხვა ელექტრონული არხებით სარგებლობისას,rnბანკის ლოგოტიპი შეიცვლებაrnმომხმარებლის სახელობითი ლოგოტიპით. ასევე, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება სურვილისამებრ აიღოს პლასტიკური ბარათი ბანკისrnსახელობითი ლოგოტიპით. ამასთან, მომხმარებელი სურვილის შემთხვევაში საკუთარ სახელს დააფიქსირებს ზუსტადrnისეთი ფორმულირებით, როგორც მას სურს. ამრიგად, ბანკის სახელობით ლოგოტიპზეrnაღნიშნული იქნება, მაგალითისთვისrn- „ნინის ბანკი“, „გოგას ბანკი“ და ა.შ.
rnrn„საქართველოს ბანკი ყოველთვის გამოირჩეოდა საბანკო სფეროში მომსახურების ახალი სტანდარტების დანერგვით. ათწლეულზე მეტია ის ზრუნავს მაქსიმალურად კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული გახადოს საბანკო მომსახურება. ბანკმაrnგასულ წელს დანერგა მომსახურების უახლესი მოდელი, რომელიც მომხმარებელთან კიდევ უფრო „მეტ ურთიერთობას“ გულისხმობს. დღევანდელი სიახლეც სწორედ ამ მიდგომის ნაწილია, რაც ჩვენი მომხმარებლისrnეპიცენტრში ყოფნას და მომსახურების ინდივიდუალურrnმიდგომას გულისხმობს. ჩვენ საქართველოს მასშტაბით 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ვემსახურებით.rnშესაბამისად, თითოეული მათგანის სურვილები და მიზნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.rnსწორედ აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ საქართველოს ბანკი გახდეს კიდევ უფრო მეტადrnპერსონიფიცირებული ბანკი თითოეული მომხმარებლის ჭრილში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ბანკიrnკიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
0