00:58:37     13-04-2018
მეთევზემ მკვდარი ზვიგენის მუცლიდან მისი 98 ნაშიერი ამოიყვანა (ვიდეო)
ავსტრალიაში მეთევზემ მკვდარი ზვიგენი გაჭრა და მუცლიდან მისი 98 ნაშიერი ამოიყვანა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
მეთიუ ორლოვი ვიქტორიას შტატის სანაპიროსთან თევზაობდა, როდესაც ზვიგენი დაიჭირა. ის თევზის სანაპიროზე გაყვანას შეეცადა,როდესაც მას სხვა ზვიგენი დაესხა თავს.
კაცმა მკვდარი ზვიგენი ნავზე აიტანა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მის მუცელში რაღაც მოძრაობდა.
ორლოვმა მკვდარი ზვიგენის მუცელი გაჭრა და იქიდან მისი 98 ნაშიერი ამოიყვანა და წყალში გაუშვა.
0