სირიაზე სამხედრო იერიშების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის სირიაზე სამხედრო იერიშების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის />


  11:12:46     12-04-2018

სირიაზე სამხედრო იერიშების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის

a77781.jpg

სირიაზე სამხედრო იერიშების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თეთრი სახლის პრესსპიკერის, სარა სანდერსის განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტს მოვლენების განვითარების რამდენიმე ვერსია აქვს და ის მხოლოდ სამხედრო მოქმედებებს არ განიხილავს.

სანდერსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრამპი სირიასა და რუსეთს ქიმიური იარაღით თავდასხმაში დამნაშავედ მიიჩნევს და არ ფიქრობს, რომ მისმა განცხადებამ დამატებითი პრობლემა წარმოშვა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში რუსეთის მისამართით გამაფრთხილებელი პოსტი გუშინ გამოაქვეყნა.

„რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს და გაანადგურებს. მოემზადე, რუსეთო, რადგან ისინი მოდიან, შესანიშნავები, ახლები და „ჭკვიანები“. თქვენ არ უნდა იყოთ გაზით გამგუდავი მხეცის პარტნიორები, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ხოცავს და ეს სიამოვნებს “, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ წყალქვეშა ფლოტი გაგზავნა.ეკიპაჟი სრულ მზადყოფნაშია და ოფიციალური ლონდონის ბრძანებას ელოდება.

0

ავტორი: