რამდენჯერმე ნასამართლევი არასრულწლოვნები რუსთავში ლომბარდს თავს დაესხნენ რამდენჯერმე ნასამართლევი არასრულწლოვნები რუსთავში ლომბარდს თავს დაესხნენ />


  10:46:01     12-04-2018

რამდენჯერმე ნასამართლევი არასრულწლოვნები რუსთავში ლომბარდს თავს დაესხნენ

a77779.png

წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, ცივი იარაღით შეიარაღებული არასრულწლოვნები რუსთავში ერთ-ერთ ლომბარდს დაესხნენ თავს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლომბარდის ოპერატორმა ტელეფონის დატოვებაზე ახალგაზრდებს უარი უთხრა.

შსს-ს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

თავდაპირველად საქმე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით აღიძრა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და თვითმხილველების დაკითხვის შემდეგ, მუხლი გადაკვალიფიცირდა.

სამართალდამცველებმა ერთი პირი უკვე დააკავეს. 0

ავტორი: