11:19:44     03-06-2011
Salvator- Dormus - ექპერიმენტალური პისტოლეტი
პისტოლეტის შემქმნელებად ითვლებიან ერცჰერცოგი კარლ ვონ სალვატორი და გეორგ რიტერ დორმუსი (ავსტრია). ერთად მუშაობისას მათ შექმნეს ტყვიამფრქვევი შკოდა (შკოდა) და რამოდენიმე შაშხანის მოდელი. ხშირად ამ მოდელს უწოდებენ Salvator- Dormus M1893, რადგანაც 93 წელს უკვე მზად იყო ნახაზები. პისტოლეტის მეორე ავტორი დორმუსი ამბობდა, რომ პისტოლეტის გამოგონებაში დიდი წვლილი შეიტანა სალვატორმა და იმსახურებს, რომ პისტოლეტს მისი სახელიც ერქვას.
იარაღში გამოიყენებოდა სპეციალური ვაზნა კალიბრით 8მმ. დამაბრუნებელი ზამბარა ჩამოცმული იყო უძრავ ლულაზე და გარედან ლულის საფარით იყო დაფარული. ლულის ქვევით მოთავსებული იყო სპეციალური ბერკეტი, რომელიც მიერთებული იყო იარაღის საკეტზე.
ბერკეტის უკან გადაადგილებით ხდებოდა იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა (გადატენვა). პისტოლეტს ჰქონდა ღია ჩახმახი და მუდმივი სავაზნე კოლოფი, რომელიც ტარში იყო მოთავსებული და იტენებოდა 5 ვაზნით. სპეციალური მიმწოდებელი სათითაოდ აწვდიდა ვაზნებს ლულას, ხოლო მეხუთე ვაზნის მიწოდებისას ცარიელი კოლოფი ვარდებოდა ტარის ქვემოთ გაკეთებული ჭრილიდან. 0