შსს: ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით 20-მდე პირი დაიკითხა შსს: ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით 20-მდე პირი დაიკითხა />


  16:24:14     10-04-2018

შსს: ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით 20-მდე პირი დაიკითხა

a77735.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, უკვე დაკითხულია 20-მდე პირი, მათ შორის კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე. 

„ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის უკვე დაკითხულია 20-მდე პირი, მათ შორის კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. მომხდარი ფაქტის ირგვლივ ინფორმაციის მქონე პირთა გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება მუშაობს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც.

კვალიფიკაციის საკითხი გადაიხედება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება და გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ექნება სრული სურათი“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. 0

ავტორი: