"წარმოიდგინეთ, ვიღაცამ უცხოელობის გამო გცემათ, გაგინათ და მეორე დღეს, ვითომ არაფერი მომხდარა, ერთად თამაშს გთავაზობენ" "წარმოიდგინეთ, ვიღაცამ უცხოელობის გამო გცემათ, გაგინათ და მეორე დღეს, ვითომ არაფერი მომხდარა, ერთად თამაშს გთავაზობენ" /> "/> " />


  12:01:10     10-04-2018

"წარმოიდგინეთ, ვიღაცამ უცხოელობის გამო გცემათ, გაგინათ და მეორე დღეს, ვითომ არაფერი მომხდარა, ერთად თამაშს გთავაზობენ"

a77719.jpg

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას დიღომში მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს შორის საფეხბურთო მატჩის გამართვის შესახებ:

"ერთი შეხედვით თითქოს მშვენიერი იდეაა. თან იქვე, მართალია ფორმისთვის დააყოლა გამოძიებმაც გამოიძიოსო. მაგრამ ეს ძალიან ზედპირულად და ერთი შეხედვით. სინამდვილეში ძალიან მავნებლური და დამამცირებელი იდეაა. წარმოიდგინეთ, ვიღაცამ უცხოელობის გამო გცემათ, გაგინათ, დაგამცირათ, პოლიციამ დაგიკიდათ და მეორე დღეს ვითომ არაფერი მომხდარა ერთად თამაშს გთავაზობენ, ისე რომ ბოდიშსაც არავინ გიხდის, პირიქით ვერსიებს თხზავნ რომ მოძალადე შენ ხარ. მარტივად, ადამიანური ურთიერთობის ტერმინებით, ჯერ დაგაჩმორეს და მერე ძმკაცობას გთავაზობენ. ქუჩაში ასე ხშირად ხდება, სამართლებრივ სახელმწიფოში - არასდროს. კალაძეს შეიძლება ამდენი არც უფიქრია. მეტიც, შეიძლება კეთილშობილური იდეაც ამოძრავებდა, მაგრამ მისი პრობლემა უფრო ღრმაა - ის ამ და არა სამართლებრივი კატეგორიებით აზროვნებს. ამიტომ ეს "ფეხბურთის თამაში" უბრალოდ თამაში არაა, ეს ამ შემთხვევაში სამართლებრივის პარალელური ინსტიტუტია. გნებავთ კანონიერი ქურდი დაუძახეთ, გნებავთ - არაფორმლური მართვა. გამოსავალი არის - კანონით მოქმედება!" - დაწერა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კახა კალაძემ თხოვნით მიმართა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომ მატჩის ორგანიზება კვირის ბოლოსთვის მოხერხდეს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, რაც მოხდა ცუდი სანახავი იყო, ქართველებს არ ჩვევიათ ასეთი მიდგომები და კარგი იქნება, თუ ინციდენტი დავიწყებას მიეცემა.

„მინდა, შევეხო რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს ბელიაშვილის ქუჩაზე. მგონი, არავის არ მოეწონა ის, რაც მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი არის ყველაზე ტოლერანტული ქალაქი და ამას არ ჩამითვლით გადამეტებულად, ამის მაგალითები არსებობს. რაც მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო. ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთ მიდგომები. მინდა, ვთხოვო ლევან კობიაშვილს, თუ არის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს  ერთი ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, სასწავლებლად ჩამოსულ აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის. ვისაც სურვილი გვაქვს, ჩავერთოთ ამ თამაშში. ძალიან კარგი იქნება, რომ ეს ცუდი ლაქა დავიწყებას მიეცეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

8 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ  ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
0

ავტორი: