„უმრავლესობაში არის 3-4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს“ „უმრავლესობაში არის 3-4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს“ />


  09:53:39     10-04-2018

„უმრავლესობაში არის 3-4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს“

a77708.jpg

„უმრავლესობაში არის 3-4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს, ეს რა თქმა უნდა პრობლემაა, თუმცა მარტივად მოგვარებადი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად ხდება.

მისი განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობას მყარად აქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობები და მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის. 

„საპარლამენტო უმრავლესობაში მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობები. უმრავლესობა შეკრულია. გამომდინარე აქედან, მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის. ამაზე თავს ვდებ. არის 3–4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების გაკეთების დროს. ეს რა თქმა უნდა პრობლემაა, თუმცა მარტივად მოგვარებადი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ. 0

ავტორი: