სუს-ის ანგარიშს დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ სუს-ის ანგარიშს დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ />


  09:49:34     10-04-2018

სუს-ის ანგარიშს დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ

a77707.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ. 

თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო  კომიტეტების სხდომაზე ანგარიშს სუს-ის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს. 

მომავალ სასესიო კვირას ანგარიშის მოსმენა პლენარული სხდომის ფორმატში იგეგმება, სადაც წინასწარი ინფორმაციით, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური მივა.

საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში 3 აპრილს წარედგინა. 0

ავტორი: