18:22:29     09-04-2018
პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობა, მუქარა და მანქანების დაზიანება - გორში 9 პირი დააკავეს
გორში, სადგურის დასახლებაში სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 9 პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მათ შორის სამი ადმინისტრაციული სამართლადარღვევის წესითაა დაკავებული, ხოლო 6 სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს წესრიგის დამცველის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ წინააღმდეგობას, მუქარას და ძალადობას. ასევე მათ ბრალად ედებათ პოლიციის კუთვნილი მანქანების დაზიანება.აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავსუფლების აღკვეთას 4 იდან 7 წლამდე ვადით. ინციდენტის დროს დაშავდნენ შსს-ს თანამშრომლები, ასევე დაზიანებულია შსს-ს კუთვნილი მანქანებიც.
როგორც პირველადი ინფორმაციით ირკვევა, ახალგაზრდები იმყოფებოდენ ნასვამ მდგომარობაში და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. სამართალდამცველებმა წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ მათ სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
0