დაზარალებული დიმიტრი ქუმსიშვილს: რატომ ხოცავთ ხალხს? დაზარალებული დიმიტრი ქუმსიშვილს: რატომ ხოცავთ ხალხს? />


  11:50:56     05-04-2018

დაზარალებული დიმიტრი ქუმსიშვილს: რატომ ხოცავთ ხალხს?

a77660.jpg

ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გამოჩენას ტყიბულში, სადაც გამთენიისას შახტში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხმაური მოჰყვა.

ერთ-ერთი გარდაცვლილის, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილის და, ეკონომიკის მინისტრს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

"რატომ ხოცავთ ხალხს,"-ამ შეძახილების ფონზე შევიდა ქუმსიშვილი "საქნახშირის" წარმომადგენლებთან შესახვედრად.
გარდაცვლილი მეშახტეების ამოყვანის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში გამთენიის 04:00 საათზე მოხდა.

0

ავტორი: