რომან კაკულია: "ლიდერშიფის" გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული რომან კაკულია: "ლიდერშიფის" გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული /> "/> " />


  11:01:53     05-04-2018

რომან კაკულია: "ლიდერშიფის" გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული

a77656.jpg

"ამ ეტაპზე, უმრავლესობიდან დეპუტატების გადინების ნიშნები არ შეიმჩნევა, თუმცა სამომავლოდ როგორი განვითარება იქნება, ვერ ვიტყვი".

ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ჟურნალსიტებს განუცხადა, რითაც ის გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
​​როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევისთვის მხარი არ დაუჭერია და თავი შეიკავა.

"როცა ადამიანი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ბუნებრივია, ეს ერთი კონკრეტული ფაქტის გამო ვერ იქნება მიღებული. ალბათ იყო ტენდენციები, რომელიც უფრო დიდი დროის განმავლობაში ყალიბდება. გუნდში მზაობაა, რომ კონსულტაციების ხარისხი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, რათა პოზიციების უფრო მეტი შეჯერება მოხდეს. 
განსხვავებები შეიძლება აქციო როგორც პოზიტივად, ასევე ნეგატივად. თუ ნება და მართვის გამოცდილება იქნება, ეს შეიძლება იმ სიმდიდრედ იქცეს, რასაც სამომავლოდ განვითარება დაეფუძნება. საქართველოში სხვადასხვა მსოფლმხედველობითი ადამიანების გაერთიანება და საერთო ხედვის ჩამოყალიბება თუ არ მოხდება, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება. ის, რომ ამის შესაძლებლობა "ქართულ ოცნებაში" არის, ეს პოზიტივია და ამას მხოლოდ გამოყენება უნდა. "ლიდერშიფის" გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ "ქართული ოცნების" თითოეული წევრი თავის თავს დიდ თავისუფლებას აძლევს და ეს "ლიდერშიფის" დამსახურებაცაა, რადგან ის დრო გვახსოვს, როცა ეს დიდი ფუფუნება იყო. ეს რაში გადაიზრდება, დამოკიდებულია "ლიდერშიფის" მოქნილობასა და სიბრძნეზე", - განაცხადა რომან კაკულიამ.
გუშინ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უმცირესობის კვოტით ნინია კაკაბაძე აირჩია. 

ამ ფაქტის გამო, გედევან ფოფხაძემ უმრავლესობიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება. 0

ავტორი: