ეკა ბესელია: გედევან ფოფხაძესთან კონსულტაციები აუცილებელია ეკა ბესელია: გედევან ფოფხაძესთან კონსულტაციები აუცილებელია />


  17:32:25     04-04-2018

ეკა ბესელია: გედევან ფოფხაძესთან კონსულტაციები აუცილებელია

a77646.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ფოფხაძის თანაგუნდელებისთვის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, გედევან  ფოფხაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და მასთან კონსულტაციები გამართვა აუცილებელია. 

ეკა ბესელიას განმარტებით, ის შეეცდება აუხსნას გედევან ფოფხაძეს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევისთვის „ქართული ოცნების“ დეპუტატთა უმრავლესობას მხარი არ დაუჭერია და მას ხმა მხოლოდ უმრავლესობის 40 დეპუტატმა მისცა.

გედევან ფოფხაძემ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად, მას შემდეგ მიიღო, რაც სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე აირჩიეს და მას ხმა "ქართული ოცნების" წევრებმაც მისცეს.

0

ავტორი: