15:21:42     04-04-2018
მორიგი ხანძარი მოსკოვის სავაჭრო ცენტში - გარდაცვლილია 1 ადამიანი, დაშავებულია 3 მეხანძრე
მოსკოვის სავაჭრო ცენტრ „პერსეიში“ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცეცხლის ჩაქრობის დროს დაშავდა სამი მეხანძრე. უწყების ცნობით, გარდაცვლილი სავაჭრო ცენტრის თანამშრომელია.
სავაჭრო ცენტრში ხანძარი ამ დროისთვის მთლიანად ჩააქრეს. ცეცხლი 80 კვადრატული მეტრის ფართობზე იყო გავრცელებული.
„პერსეიში“ ძირითადად საბავშვო პროდუქცია იყიდება, შენობის ერთ-ერთ სართულზე კი ბავშვთა გასართობი ზონაა მოწყობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი შენობის ბოლო სართულზე, საწყობში გაჩნდა. ინციდენტის დროს სავაჭრო ცენტრში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
0