Youtube-ზე თავდამსხმელი ქალი ვიდეოს განთავსების გამო გაბრაზებული იყო Youtube-ზე თავდამსხმელი ქალი ვიდეოს განთავსების გამო გაბრაზებული იყო />


  13:23:46     04-04-2018

Youtube-ზე თავდამსხმელი ქალი ვიდეოს განთავსების გამო გაბრაზებული იყო

a77631.jpg

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შერთებულ შტატებში Youtube-ზე თავდამსხმელი ქალი ვიდეოს განთავსების გამო გაბრაზებული იყო.

როგორც ირკვევა, 39 წლის ნასიმ აღდამი, ბოდიბილდერი, ხელოვანი და რეპერი იყო. მას Youtube-ზე ჰქონდა თავისი არხი და ვებსაიტი, სადაც სხვადასხვა სახის ვიდეოებს ტვირთავდა. როგორც გაირკვა, მას 5 000 მიმდევარიც ჰყავდა.

ნასიმ აღდამმა უკმაყოფილება მას შემდეგ გამოთქვა, რაც Youtube-მა მის მიერ ატვირთული მასალების გაფილტვრა დაიწყო და Youtube ვიდეოებში ფულს აღარ იხდიდა.

Youtube-მა თავდასხმის შემდეგ, ნასიმ აღდამის არხი წაშალა.

ქალი, რომელიც Google-ს კუთვნილი კომპანიის, Youtube-ის სათაო ოფისს თავს დაესხა, მოკლულია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.
შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან ორი ქალი, ერთი კი კაცია.
0

ავტორი: