"უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. ავრცელებენ დეზინფორმაციას" "უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. ავრცელებენ დეზინფორმაციას" /> "/> " />


  11:58:06     04-04-2018

"უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. ავრცელებენ დეზინფორმაციას"

a77623.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით,  გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. ავრცელებენ დეზინფორმაციას და ამისთვის იყენებენ  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებსა და სააგენტოებს.

სუსი-ს ანგარიშის მიხედვით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ძირითადი მიზანია გააჩინოს ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობა, შელახოს საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი, გააჩინოს საზოგადოებაში უიმედობა და ნიჰილიზმი, წარმოშვას ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების კერები, რათა მოხდეს საზოგადოების პოლარიზება.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებენ ჰიბრიდულ ომს, რის გამოც ქვეყანაში ისინი აძლიერებენ პოლიტიკური გავლენების ინფრასტრუქტურას:

„გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, ქვეყანაში გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა, ე.წ. ლობისტური ჯგუფები, პოლიტიკური გაერთიანებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ფონდები, მოახდინონ ეკონომიკური და ენერგეტიკული ბერკეტებით მანიპულირება. საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან შეიმჩნევა ექსპერტული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნის მცდელობა, სადაც ხდება კონკრეტული თემების დამუშავება და საზოგადოებისთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიწოდება"-ნათქვამია სუსი-ს 2017 წლის ანაგარიშში.

0

ავტორი: