„ქართული ოცნების“ ახალი სტანდარტია შეხვედრებზე ჩხუბი და გინება, რათა ყველა შეხვედრა ჩაშალონ“ „ქართული ოცნების“ ახალი სტანდარტია შეხვედრებზე ჩხუბი და გინება, რათა ყველა შეხვედრა ჩაშალონ“ />


  15:16:32     03-04-2018

„ქართული ოცნების“ ახალი სტანდარტია შეხვედრებზე ჩხუბი და გინება, რათა ყველა შეხვედრა ჩაშალონ“

a77595.jpg

„ეტყობა „ქართული ოცნების“ ახალი სტანდარტია შეხვედრებზე ჩხუბი და გინება, რათა ყველა შეხვედრა ჩაშალონ“, -  ამის შესახებ ჟურნალისტებს „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რომელმაც პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მისი  საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია გაჩეჩილაძესთან  დაპირისპირება შეაფასა.

„ვერავინ გაიგო რატომ წამოხტა ეს ადამიანი, რატომ დაიწყო გინება. ეტყობა „ქართული ოცნების“ ახალი სტანდარტია შეხვედრებზე ჩხუბი და გინება, რათა ყველა შეხვედრა ჩაშალონ. ხელისუფლებამ დაკარგა საკუთარი სახე", - განაცხადა გიორგი  ვაშაძემ. 

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურების კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უსმენენ, გიორგი ვაშაძე და გია გაჩეჩილაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

14 საათზე დანიშნული პარლამენტის ბიუროს სხდომის გამო, კომიტეტის მუშაობა დროებით შეჩერდა, რომელიც დღის მეორე ნახევარში ისევ გაგრძელდება. 0

ავტორი: