„მრცხვენია პარლამენტარების, რომლებიც ავადმყოფურად ცდილობენ პრეზიდენტის დისკრედიტაციას“ „მრცხვენია პარლამენტარების, რომლებიც ავადმყოფურად ცდილობენ პრეზიდენტის დისკრედიტაციას“ />


  14:40:48     03-04-2018

„მრცხვენია პარლამენტარების, რომლებიც ავადმყოფურად ცდილობენ პრეზიდენტის დისკრედიტაციას“

a77592.jpg

„მრცხვენია პარლამენტარების, რომლებიც ავადმყოფურად ცდილობენ პრეზიდენტის დისკრედიტაციას“, - ეს განცხადება, მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა(„ბახალამ“) სასამართლო პროცესზე გააკეთა.  

ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვის საქმეზე დღეს პირველად გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

„არანაირ კომპრომისზე არ ვაპირებ წასვლას და მრცხვენია იმ პარლამენტარების, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის და მოძრაობის დისკრედიტაციას, რომელიც უსამართლო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არსებობს. აუცილებად ვეცდები დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა“, - აღნიშნა „ბახალამ“. 

იმის გამო რომ მსახიობი „ბახალა“ ნარკოდანაშაულისთვის უკვე მსჯავრდებულია, დღეს მხოლოდ სახელმწიფო ბრალდებისთვის საგამოძიებო ვადისა და წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა. სასამართლო სხდომა 21 მაისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ „ბოდიში აქვს ყველა იმ ადამიანს მოსახდელი, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს".  0

ავტორი: