17:20:32     02-04-2018
ბათუმში მე-6 კლასის მოსწავლე დაჭრეს
ბათუმში მე-6 კლასის მოსწავლე დანით დაჭრეს. შემთხვევა ბათუმის მე-7 საჯარო სკოლასთან მოხდა. მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დამნაშავის ვინაობა დადგენილია. ის არასრულწლოვანია და ამ დროისთვის დაკავებული არ არის.
0