15:30:28     02-04-2018
ბორჯომის მერიის თანამშრომლებს და საკრებულოს დეპუტატებს ხელფასები გაეზარდათ

ბორჯომის მერიის თანამშრომლებს და საკრებულოს დეპუტატებს ხელფასები გაეზარდათ.
ბორჯომის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ხელფასების ოდენობა რანგირების მიხედვით გაიზარდა.
ცნობილია, რომ ხელფასი საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს არ გაზრდიათ.
მერიისა და საკრებულოს სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელების თანამდებობრივი სარგო კი 450 ლარით გაიზარდა.
ასევე გაიზარდა რიგითი თანამშრომლების ხელფასი.
როგორც საკრებულოში განმარტეს ზრდა კანონით განსაზღვრული შკალით მოხდა.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს. საკრებულოს სხდომას ოპოზიციის წევრები არ დასწრებიან.
0