გიორგი სეთურიძე: თანამდებობა საკუთარი სურვილით დავტოვე გიორგი სეთურიძე: თანამდებობა საკუთარი სურვილით დავტოვე />


  13:18:23     02-04-2018

გიორგი სეთურიძე: თანამდებობა საკუთარი სურვილით დავტოვე

a77554.jpg

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

„ახალი მინისტრის და ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რადგან ახალ გუნდს საშუალება მისცემოდა თავისი ხედვები უფრო თავისუფლად გაეტარებინა. შეთანხმება დღეს მოხდა. მე ამ თანამდებობას ვტოვებ“, – განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

შეკითხვაზე, არ უკავშირდება სეთურიძის წასვლა თანამდებობიდან მისი მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებს, მან განაცხადა რომ ამის არანაირი საფუძველი არა აქვს.

"ამას კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი აგორებდა და მათ კონკრეტული მიზნები ჰქონდათ. მათ შეიძლება დაიბრალონ კიდეც საკადრო ცვლილებები, თუმცა ამ აბსურდულ განცხადებებზე ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ“, – აღნიშნა გიორგი სეთურიძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი სეთურიძეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად კი, გასული კვირის ბოლოს მაია ცქიტიშვილი დაინიშნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კორუფციულ საქმიანობაში „ევროპულმა საქართველომ“ დაადანაშაულა. 0

ავტორი: