„ზურაბ ალავიძისა და გიორგი სეთურიძის კორუფციულ საქმიანობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს“ „ზურაბ ალავიძისა და გიორგი სეთურიძის კორუფციულ საქმიანობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს“ />


  13:14:47     02-04-2018

„ზურაბ ალავიძისა და გიორგი სეთურიძის კორუფციულ საქმიანობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს“

a77553.jpg

​საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის, ასევე გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის გადაყენება უკავშირდება მათ კორუფციულ საქმიანობას, რაზეც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. 

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბ ალავიძე და გიორგი სეთურიძე მხოლოდ იმის გამო გადააყენეს თანამდებობიდან, რომ მათ ირგვლივ სკანდალი ძალიან ხმაურიანი იყო. 

მე გავაკეთე პარლამენტში განცხადება და ვისაუბრე იმ კორუფციაზე რომელიც არის გზების დეპარტამენტში. მე ვფიქრობ რომ ამ ხმაურიანი სკანდალის რეაქცია იყო, მაგრამ ეს ვერ ჩაითვლება კორუფციასთან ბრძოლად. 

გიორგი სეთურიძემ პასუხი უნდა აგოს იმ ქმედებების გამო, რომელსაც სჩადიოდა და იმ ზარალის გამო რომელიც მიაყენა ბიუჯეტს და ოდენობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მხოლოდ თანამდებობიდან გადაყენება ვერ ჩაითვლება ვერც კორუფციასთან ბრძოლად და ვერც მთავრობისთვის ქულების დასაწერად. უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება დაიწყოს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

არსებული ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს გიორგი სეთურიძეს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. გადაწყვეტილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიიღო.ირაკლი ქარსელაძე აქამდე თანაინვესტირების ფონდს ხელმძღვანელობდა. 0

ავტორი: