აია-სოფიას ტაძარში ერდოღანის ლოცვამ ქრისტიანების უკმაყოფილება გამოიწვია აია-სოფიას ტაძარში ერდოღანის ლოცვამ ქრისტიანების უკმაყოფილება გამოიწვია />


  12:30:00     02-04-2018

აია-სოფიას ტაძარში ერდოღანის ლოცვამ ქრისტიანების უკმაყოფილება გამოიწვია

a77544.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძარში ყურანის ლოცვები წაიკითხა, რითაც ქრისტიანებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია.

მსოფლიო მედიის ცნობით, თურქეთის ლიდერმა წმინდა წერილის პირველი სტროფები წაიკითხა. "სულების პატივსაცემად, რომელთაც მემკვიდრეობად დაგვიტოვეს (ტაძრის შენობა), განსაკუთრებით სტამბოლის დამპყრობლებს".

ერდოღანი სიტყვით ხელოვნების ფესტივალის გახსნაზე გამოვიდა. ცერემონია აია სოფიას ტაძარში გაიმართა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ქრისტიანული ტაძარი იყო და ამჟამად შიგნით მუზეუმია განთავსებული.

მედიის ცნობით, თურქი ლიდერის ქცევამ აღაშფოთა საბერძნეთი, რომელშიც 98% ქრისტიანი ცხოვრობს.

0

ავტორი: