22:42:06     31-03-2018
„რატომ დავწვე თქვენ გვერდით?“ - 70 წლის მასწავლებელი მოსწავლეზე ძალადობს (ვიდეო)
15 წლის გოგომ გაასაჯაროვა ფარულად გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც მისი და 70 წლის მასწავლებლის დიალოგია. საუბრიდან ირკვევა, რომ მასწავლებელი გოგონას სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობს. ვიდეო 15 წლის გოგომ მასზე სექსუალური ძალადობის დროს პედაგოგის სახლში გადაიღო.
არასრულწლოვანი გოგონას მიერ გადაღებულ ვიდეოში ისმის, რომ ბავშვი მასწავლებელს სექსუალური ძალადობის შეწყვეტას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფეხბურთო გუნდიდან წასვლით ემუქრება. 70 წლამდე მასწავლებელი კი გოგონას აშანტაჟებს, ფიზიკური შეურაცხყოფით ემუქრება და უყვირის.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
0