16:49:33     30-03-2018
„ბახალას“ საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.
ამ თემაზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. სამი დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ისაუბრა.
მამუკა ჭელიძემ არ დააკონკრეტა მისი ვინაობა და მხოლოდ ინიციალები – ი.ქ. დაასახელა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულის სახით საქმეზე დაკავებულმა რეანომობილის მძღოლმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაკითხვისას აჩვენა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები მას თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გიორგი გიორგანაშვილს გადასცა, საქართველოში კონკრეტული პირისთვის ტრანსპორტირების მიზნით. საქმის მასალების მიხედვით, მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება გიორგი გიორგანაშვილისა და ზემოთ ხსენებული მძღოლის ერთ პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის ფაქტი.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
0