16:28:39     30-03-2018
13 წლის მოზარდზე თავდამსხმელ, 22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი 2 მუხლით წაუყენეს
22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელსაც გამოძიება 13 წლის მოზარდზე თავდასხმას ედავება, ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - სიცოცხლის მოსპობის მუქარა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.
„პირველი, 151 მუხლი გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის მუქარას. რაც შეეხება 19/117-ე მუხლს, ანუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას, ეს არის მე-5 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ.
ადვოკატს უკვე გადაეცა საქმის მასალები. დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ საქმის წარმოება შეჩერდეს მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი.
ადვოკატის ვარაუდით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
0