გიორგი მარგველაშვილმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით მიმართა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით მიმართა />


  16:14:35     30-03-2018

გიორგი მარგველაშვილმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით მიმართა

a77514.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ზეპირი კომუნიკაცია პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან უკვე გამართა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის თქმით, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე, საქართველო დასავლეთს უნდა შეუერთდეს და მხარდამჭერი აქტის მიღება არსებულ გამოწვევებზე ადექვატური პასუხი იქნება.  0

ავტორი: