რამაზ საყვარელიძე: რუსეთი მსოფლიო ომის პირას არის მისული, მას ჯერჯერობით საქართველოსთვის არ სცალია რამაზ საყვარელიძე: რუსეთი მსოფლიო ომის პირას არის მისული, მას ჯერჯერობით საქართველოსთვის არ სცალია />


  14:42:59     30-03-2018

რამაზ საყვარელიძე: რუსეთი მსოფლიო ომის პირას არის მისული, მას ჯერჯერობით საქართველოსთვის არ სცალია

a77509.jpg

ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევება გადაწყვიტა,  ქვეყნები თანხმდებიან, რომ  დიდი ალბათობით, სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან რუსეთი დგას.

ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუს დიპლომატებს გააძევებენ, არიან – გერმანია, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, იტალია, დანია, ფინეთი, რუმინეთი, ხორვატია,  შვედეთი.

რუსეთს ევროკავშირის ელჩიც დატოვებს.

გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. ქვეყანამ,  შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელის  ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

პოლიტიკოსთა უმრავლესობა  აღნიშნულ გადაწყვეტილებას ემხრობა, თუმცა ზოგი მათგანი თვლის რომ ეს პროცესი ცოტა დაგვიანებულია საქართველოს მხრიდან.

საინტერესოა,  რა შედეგები შეიძლება მოიუტანოს საქართველოს ამ მნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებამ. ამასთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

„პრესა.ჯი“ : რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს?

რამაზ საყვარელიძე: ჯერჯერობით  არ არსებობს საფრთხე, რადგან ჩვენს გარდა ბევრმა ქვეყანამ გადადგა მსგავსი ნაბიჯი. რუსეთი კი თითოეულ მათგანს დაემუქრა, პასუხს გაგცემთო.

რამდენიმე წლის შემდეგ,  შესაძლოა რუსეთმა მოახერხოს ფეხზე დადგომა და უფრო გაძლიერება, მაშინ არ არის გამორიცხული ამ გადაწყვეტილებაზე საქართველოსაც მოსთხოვოს პასუხი მუქარით და შურისძიებით.

იქამდე შეიცვლება მსოფლიო, მათ შორის რუსეთიც და საქართველოც. შესაბამისად, ზუსტი პროგნოზის გაკეთება  ამ ეტაპზე შეუძლებელია.
 
-ამბობთ, რომ ამ  ეტაპზე რუსეთის მხრიდან მუქარის საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის არ არსებობს?

-შესაძლოა დაგვემუქროს, მაგრამ მაგისთვის ჯერჯერობით რუსეთს არ სცალია, რადგად თითქმის მსოფლიო ომის პირას არის მისული, ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, შემდეგ არავინ არ იცის რა მოხდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. 0

ავტორი: