ეკა ბესელია: პოლიტიკაში არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ ეკა ბესელია: პოლიტიკაში არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ />


  13:45:09     30-03-2018

ეკა ბესელია: პოლიტიკაში არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ

a77501.jpg

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე  მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა შეცვალა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის ბრიფინგის პარალელურად, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, „ევროპულმა საქართველომ“ ზურაბ ალავიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

"ევროპული საქართველო" უკვე ყოფილ მინისტრს ბრალს კორუფციულ გარიგებებში დებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის განცხადებით, "ევროპული საქართველო" გააგრძელებს უკვე ყოფილი მინისტრის უკანონო საქმიანობის ამსახველი მასალის გამოქვეყნებას და მისი გადაყენება მის მხილებას ვერ შეაფერხებს.

მისივე განცხადებით, აუცილებელია არა მხოლოდ სამთავრობო ცვლილება, არამედ იმ სქემის აღმოფხვრა, რომელიც ალავიძემ დაამკვიდრა.

"პრესა.ჯი" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ესაუბრა:

-პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიცია  ზურაბ ალავიძის შესაძლო თანამდებობრივი გადაცდომების კონკრეტულ ფაქტებზე ალაპარაკდა. ისინი საუბრობენ ტენდერებში მონაწილეების შერჩევასა და თანხების განაწილების კონკრეტულ სქემებზე. უკავშირდება თუ არა კონკრეტული მინისტრის პოსტიდან წასვლა კორუფციას.

​-ზურაბ ალავიძის გადადგომა არ არის კავშირში, რაზეც ოპოზიცია საუბრობს. მისი თანამდებობიდან წასვლა კავშირშია იმასთან, რაზეც პრემიერი საუბრობდა. მე სხვა გარემოების შესახებ ინფორმაცია არა მაქვს. პრემიერმა თქვა, რომ ამ საკითხზე მანამდეც იყო მსჯელობა და მისთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ზურაბ ალავიძის პირადი სურვილი იყო. სხვა საეჭვო ფაქტი, რაზეც ახლა ოპოზიცია საუბრობს, მე არ ვიცი.

-როგორც ცნობილია, ყველაზე მეტ ტენდერს ქვეყანაში სწორედ აღნიშნული სახელმწიფო უწყება ატარებს. მინისტრის მხრიდან რაიმე შესაძლო გადაცდომას გამორიცხავთ?

- ეს არის უდავოდ მნიშვნელოვანი და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით დიდი პროექტების განმახორციელებელი უწყება. ამ სამინსიტროს, შესაბამისად  ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვს. ამიტომ ყოველთვის მოიძებნება ვიღაცა, ვინც შეიძლება უკმაყოფილო იყოს. ზურაბ ალავიძე ეფექტური მენეჯერია, აქტიური და ბევრი კარგი თვისება აქვს, რომელიც სხვა პოზიციის გარდა, ამ თანამდებობასაც სჭირდება, ეს ნამდვილად შემიძლია დავადასტურო. სხვები რაზეც საუბრობენ, ამის შესახებ მე არაფერი ვიცი.

- გამორიცხავთ, რომ  მინისტრთა კაბინეტში სხვა საკადრო ცვლილებებიც არის მოსალოდნელი?

- ზოგადად, პოლიტიკაში არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. 0

ავტორი: