11:22:46     30-03-2018
"ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციას და ტაიმერები აქვთ დაყენებული ჩემს გადადგომაზე"

"მინდა ის ადამიანები დავარწმუნო, ვინც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე ტაიმერი აქვთ დაყენებული - ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ. მე მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა."
ამის შესახებ პრემიერ-მინისტმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი წარადგინა. პრემიერი მისი გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის გადადგომას არ აპირებს.