11:12:38     30-03-2018
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გახდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი დაიკავებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნულ პოსტზე ზურაბ ალავიძე შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ალავიძე მინისტრის პოსტს 2016 წლის 29 ნოემბრიდან იკავებდა.
მაია ცქიტიშვილი 2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს მთავრობის კანცელარიის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
0