ეკა ბესელია: რუსი დიპლომატის გაძევება საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია ეკა ბესელია: რუსი დიპლომატის გაძევება საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია />


  17:45:48     29-03-2018

ეკა ბესელია: რუსი დიპლომატის გაძევება საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია

a77491.jpg

„საქართველოს გადაწყვეტილება ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, განაცხადა, რომლის შეფასებითაც  დიპლომატების გაძევება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ არის დაწყებული, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მისამართით სანქციებს იყენებენ. 

როგორც ეკა ბესელია განმარტავს, მსგავს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი შედეგი.

„საქართველოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ გამოყენებული სანქციებისა და გადაწყვეტილებების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა და ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი. ალბათ, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი შედეგი და როგორც წესი არ რჩება ხოლმე შედეგის გარეშე", – განაცხადა ეკა  ბესელიამ.

საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს და ქვეყნის დასატოვებლად, ერთკვირიან ვადას უწესებს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. 

დიდი ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლოდვამ და უკრაინამ. 0

ავტორი: