11:37:02     02-06-2011
ბომბარდირები - პირველი ქვემეხები ისტორიაში
ბომბარდირი ერთ-ერთი პირველი საარტილერიო იარაღია, რომელიც გამოიყენებოდა ციხესიმაგრეების ალყისა და დაცვისათვის მე-14 - მე -15 საუკუნეებში. ბომბარდირები ასევე იყო პირველი საფლოტო იარაღი.
პირველი ქვემეხები, რომელებსაც ერქვათ ბომბარდირები, კეთდებოდა ერთად შეკრული რკინის გამოჭედილი რგოლებისაგან. მოგვიანებით ფორმდებოდა ბრინჯაოთი. ბომბარდირებს ჰქონდათ მოკლე ლულები. მისი უკანა მხარე იხურებოდა სახურავით. ფისტონში ტენიდნენ დენთს და ზემოდან ადებდნენ გახურებულ რკინას. აალებული დენთი დიდი ძალით ისროდა ბირთვს. ამ მეთოდით ბომბარდირის სროლის სიჩქარე ძალზედ დაბალი იყო.
მოგვიანებით ბომბარდირები შეცვალეს ზარბაზნებმა (ქვემეხებმა) და ჰაუბიცებმა, მაგრამ ისინი კვლავ გამოიყენებოდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე.
0