შსს-მ ბოლო სამ თვეში ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავა შსს-მ ბოლო სამ თვეში ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავა />


  12:40:47     29-03-2018

შსს-მ ბოლო სამ თვეში ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავა

a77464.jpg

ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით შსს მოუწოდებს ყველა პირს ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, ხშირად მსხვერპლი  უარს ამბობს პოლიციასთან თანამშრომლობაზე, რაც მოძალადეს კიდევ უფრო მძიმე დანაშაულისკენ უბიძგებს.

„არსებობენ მსხვერპლები, რომლებიც თავს იკავებენ სამართალდამცველებთან თანამშრომლობისგან, არ ატყობინებენ დანაშაულის შესახებ პოლიციას ან შეტყობინების შემდეგ უარს აცხადებენ მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რაც მოძალადეს უბიძგებს ახალი და როგორც წესი, უფრო მძიმე ძალადობის ჩადენისაკენ,”-განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

შსს-მ ოჯახური ძალადობის ფატებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის სტატისტიკაც წარმოადგინა. არსებული მონაცემებით 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე პოლიციამ ოჯახური დანაშაულს ჩადენის ბრალდებით 855 პირი დააკავა. 1402 პირის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ოქმი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ერთობლივი მუშაობის შედეგად, პოლიციაში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. 2017 წლის პირველ სამ თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნების შემცველ 530 შეტყობინებაზე, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ორჯერ მეტ - 1 179 შეტყობინებაზე, რაც ადასტურებს, რომ პოლიციისადმი ნდობა გაზრდილია როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან,”-განაცხადა ლონდა თოლორაიამ.  0

ავტორი: