12:27:55     29-03-2018
დიღომსა და ვაჟაზე მანქანები გაქურდეს...
მძიმე დანაშაულთან ერთად, მოიმატა ავტომობილების გაქურდვის ფაქტებმაც.
თუ ავტომობილების მფლობელებს კარგა ხნის დავიწყებული ჰქონდათ მანქანის აქსესუარების ქურდობის ფაქტები, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო გავრცელებული, როგორც ჩანს, „ისტორია კვლავ მეორდება“.
ასე მაგალითად, თბილისში, სხვადასხვა ჯგუფები უკვე წლებია ქურდავენ ავტომობილებს, იპარავენ მის აქსესუარებს, ხსნიან „კანტებს“, სარკეებს, ფარებს და ა.შ...
მსგავსი ფაქტები გუშინ, დიღმის მასივის მე-3 კვარტალსა და ვაჟაზე დაფიქსირდა.
მაგალითად: დიღომში გაქურდეს ტოიოტა პრიუსი. მანქანაზე „კანტები“ მოხსნეს. თუმცა, ამ ავტომანქანის მფლობელს, ცოტა ხნის წინ სარკებიც მოპარეს.
გუშინვე, ვაჟაზე გაქურდეს ბმვ-ც. კერძოდ: მანქანაზე მოხსნეს სარკეები, „სპოილერი“ და „ბამპერის კანტი“ ...
შს სამინისტრო, მომხდართან დაკავშირებით დუმს. დამნაშავეები დაკავებულები არ არიან.
0