ვენესუელაში ციხის ბუნტის დროს 68  პტიმარი  დაიღუპა ვენესუელაში ციხის ბუნტის დროს 68 პტიმარი დაიღუპა />


  10:51:17     29-03-2018

ვენესუელაში ციხის ბუნტის დროს 68 პტიმარი დაიღუპა

a77454.jpg

BBC-ის ინფორმაციით, ვენესუელაში ციხის ბუნტის დროს 68 პტიმარი დაიღუპა.

ინციდენტის შედეგად პატიმრების გარდა გარდაიცვალა 10 ქალი, რომლებიც ქმრების სანახავად იყვნენ მისულები. სწორედ ამ დროს დაიწყო ბუნტი და ხანძარი გაჩნდა. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც, რომლებიც ასევე ციხეში ოჯახის წევრების სანახავად იყვნენ მისულები.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში ხანძარი პატიმრებმა გააჩინეს, მათ ცეცხლი მატრასებს წაუკიდეს. ამ გზით ისინი გაქცევას ცდილობდნენ. ქალაქის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ დაიწყება და მომხდარის მიზეზს მალე დაადგენენ.

პოლიციამ განყოფილების სიახლოვეს შეკრებილი პატიმრების ახლობლები ცრემლმდენი გაზით დაშალა. ისინი პოლიციის შენობასთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც ხანძრის შესახებ გახდა ცნობილი.

ქალაქის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ შეტაკებებისას დაჭრილია ერთი პოლიციელი.
მომხდარის გამო, კარაბობოს შტატში გლოვა გამოაცხადეს. 0

ავტორი: