02:04:08     29-03-2018
თბილისში მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, პლატონ იოსელიანის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით მიმდინარეობს.
0