კახა კალაძე პარტიას ქმნის? კახა კალაძე პარტიას ქმნის? />


  15:32:52     28-03-2018

კახა კალაძე პარტიას ქმნის?

a77435.jpg

შესაძლოა თუ არა, რომ კახა კალაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ცალკე გავიდეს და დამოუკიდებელი პარტია შექმნას? 

ამასთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს დაუკავშირდა. 

„ჯერჯერობით ვერ ვხედავ ლოგიკას, რომლის მიხედვითაც კალაძე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

თუ ის ცალკე პარტიის შექმნას დააპირებს, მაშინ უნდა შევიდეს წინააღმრდეგობაში თავის ამჟამინდელ პარტიასთან, რომელიც პრინციპში, მაღალი ნდობით სარგებლობს. 

თუ შიდა პარტიაში გარკვეული სახის პრობლემა არ გაჩნდა, მაშინ, წესით, არ უნდა გააკთოს ეს. 

თეორიულად, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამის მოტივს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. 

დაველოდოთ დაპირისპირებას და ვნახოთ რა მოხდება“- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ რომ ხმები კალაძის მიერ პარტიის შექმნის და ივანიშვილთან გამიჯვნის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც მილიარდელის ახლო გარემოცვა, თბილისის ამჟამინდელ მერს დაუპირისპირდა. 
0

ავტორი: