ლონდონმა „სოლსბერის ინციდენტის“ შესახებ დოკუმენტში საქართველოში რუსეთის შეჭრაც შეიტანა ლონდონმა „სოლსბერის ინციდენტის“ შესახებ დოკუმენტში საქართველოში რუსეთის შეჭრაც შეიტანა />


  12:38:11     28-03-2018

ლონდონმა „სოლსბერის ინციდენტის“ შესახებ დოკუმენტში საქართველოში რუსეთის შეჭრაც შეიტანა

a77420.jpg

დიდ ბრიტანეთს ეჭვი აღარ ეპარება, რომ რუსეთია დამნაშავე სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში, - ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ იუწყება. 

გამოცემამ მოიპოვა და 27 მარტს გამოაქვეყნა მასალა, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩომ მოსკოვში, უცხოეთის საელჩოების წარმომადგენლებს გააცნო 22 მარტს გამართულ პრეზენტაციაზე. „კომერსანტი“ წერს, რომ დოკუმენტში გამეორებულია ლონდონის მანამდე ცნობილი ძირითადი შეფასებები იმ განსხვავებით, რომ რუსეთი უკვე მოხსენიებულია არა დიდი ალბათობით, არამედ ეჭვის გარეშე დამნაშავედ. 

დოკუმენტი სახელწოდებით, „სოლსბერის ინციდენტი“ მოიცავს მოვლენების ქრონოლგიას 2018 წლის 4 მარტიდან, როცა ქალაქ სოლსბერიში უგონოდ აღმოაჩინეს სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, 2018 წლის 20 მარტამდე, როცა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა დიპლომატებად შენიღბული 23 რუსი მზვერავი. დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას მომწამლავი ნივთიერების, „ნოვიჩოკ“-ის და ადამიანის ორგანიზმზე მისი ზემოქმედების შესახებ. 

გარდა ამისა, დასახელებულია უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე რუსეთის მტრული ქმედებები 2006-დან 2018 წლამდე პერიოდში. მათ შორის 2006 წელს, დიდ ბრიტანეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლა, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრა, 2014 წელს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია და ყირიმის ოკუპაცია და 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩარევა. 0

ავტორი: