რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 41 ბავშვი დაიღუპა რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 41 ბავშვი დაიღუპა />


  18:15:50     27-03-2018

რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 41 ბავშვი დაიღუპა

a77396.jpg

რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 41 ბავშვი დაიღუპა. გარდაცვლილთა სიაში სულ 64 გვარია, ამათგან 41 კი არასრულწლოვანია.

კემეროვოში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა. 27, 28 და 29 მარტს რეგიონში სავაჭრო ცენტრში დაღუპულებს იგლოვებენ.
ნაციონალური გლოვა რუსეთში არ გამოცხადებულა. რეგიონები თავად აუქმებენ სადღესასწაულო ღონისძიებებს, აქტივისტები კი მიტინგებს გეგმავენ.

კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქალაქ კემეროვოში სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.ადგილზე მისულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრაგედია გულგრილობისა და გაუფრთხილებლობის ბრალია.
ბესლანის ტრაგედიის შემდეგ, დაღუპული ბავშვების რაოდენობით, ეს რუსეთისთვის ყველაზე მასშტაბური ტრაგედიაა.

0

ავტორი: