სექსუალურ შევიწროებაში მხილებულმა პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულმა პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა />


  15:00:38     27-03-2018

სექსუალურ შევიწროებაში მხილებულმა პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა

a77368.jpg

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

„იმისათვის, რომ შევძლო ჩემი პატივისა და ღირსების სრულყოფილი დაცვა, ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავარიდო ჩემი ოჯახის წევრები და საჯარო რეესტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, იუსტიციის სამინისტრო და პირადად მინისტრი დღემდე მიმდინარე ძალიან ბინძურ კამპანიას, საქართველოს იუსტიციის მინისტრს გუშინ უკვე მივმართე განცხადებით თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ვინც პოლიტიკური ბრძოლა გადაწყვიტა, მათ მე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღად არ გამოვადგები.

ამიტომაც ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებები სახელით ხორციელდება“, - აღნიშნავს უგრეხელიძე.

შეგახსენებთ, რამდენიმეა დღეა, მედიისთვის ცნობილი გახდა სახალხო დამცველის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაშია მხილებული. დასკვნა 2017 წელს მომზადდა.  0

ავტორი: