14:28:57     27-03-2018
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ბოზი დამიძახეს" - ხმაური თბილისის გენგეგმის განხილვაზე

ხმაურისა და დაპირისპირების გამო თბილისის გენერალური გეგმის განხილვა, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობდა, ჩაიშალა.
დაპირისპირება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს ვატო შაქარაშვილსა და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას შორის მოხდა.
ხოშტარიას მტკიცებით, მას ვატო შაქარაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„თქვენმა წარმომადგენლებმა დამიძახეს ბოზი. ან მომცემთ სიტყვას, ან დავტოვებ შეხვედრას“- განაცხადა ხოშტარიამ.
გენერალური გეგმის განხილვის დროს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და ვატო შაქარაშვილიც დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
0