17:15:19     26-03-2018
ოპოზიცია: ხელი არ უნდა მოეწეროს სეპარატისტების მხარედ აღიარების გადაწყვეტილებას

საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში, ხელი არ მოაწეროს ისეთ დოკუმენტს, სადაც საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები ფიგურირებენ.
ოპოზიციის წევრების აზრით, ეს იქნება სეპარატისტების მხარედ აღიარების გადაწყვეტილება.
„ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლები ითხოვენ, რომ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის წინაშე დეტალური ახსნა განმარტებები გააკეთოს.
„ნებისმიერი ტიპის დოკუმენტზე ხელის მოწერა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, სადაც ფიგურირებენ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები, ტოლფასია რეალურად მატ მხარედ აღიარების და შესაბამისად, თმობს ძალიან ფუნდამენტურ პოზიციებს ჟენევის მოლაპარაკებებში და ახდენს მთლიანად ამ ფორმატის რევიზიას. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ ასეთი ტიპის დოკუმენტს არ მოეწეროს ხელი,“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.
საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, დასავლეთ-რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციის და რუსეთის ჯარების საკითხის დაბრუნება უნდა იყოს.
„მთავარი პრიორიტეტი მთავრობის საქმიანობის და ამაში ვაკრიტიკებთ მთავრობას, რომ უნდა იყოს დასავლეთ-რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციის და რუსეთის ჯარების საკითხის დაბრუნება, რაც სამწუხარო, დღეს ასე არ არის,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
0