09:15:37     26-03-2018
48 გარდაცვლილი და 84 დაშავებული - რუსეთში ცეცხლი სავაჭრო ცენტრს უკიდია
რუსეთის ქალაქ კემეროვოში, სადაც ცეცხლი სავაჭრო ცენტრს უკიდია, სამაშველო ოპერაცია უკვე 17 საათია მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, ხანძარს 48 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 84 დაშავდა.
მაშველები 27 დაკარგულს ეძებენ, მათ შორის უმეტესობა ბავშვია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი საბავშვო გასართობ სექციაში გაჩნდა.
ადგილზე 600-ზე მეტი მეხანძრე და რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
რამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ, მეხანძრეებმა შენობაში შესვლა შეძლეს.
მომხდარის გამო დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სავაჭრო ცენტრის მფლობელი და სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები.
0